ათენის ჩრდილო-დასავლეთით ხანძარმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა
ათენის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
ხანძრის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.
ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის აქტიური კერები რვა კილომეტრზე ვრცელდებოდა.
მედიის ცნობით, პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
ხანძრის ლოკალიზების პროცესში, მოსახლეობასთან ერთად, 250-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და ცხრა შვეულმფრენი მონაწილეობდა.