ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სამცხე–ჯავახეთში ექვს საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარა

ახალციხის N1 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განათლების მინისტრის განმარტებით, საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაუმჯობესდა. დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიით. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის იანვარში დაიწყო. მშენებლობის დასრულებამდე პირველი სკოლის 1000–მდე მოსწავლე ახალციხის მესამე და მეექვსე სკოლებში გადაანაწილეს, სწავლა კი მეორე ცვლაში მიმდინარეობდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სამცხე–ჯავახეთში 6 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორის ვალეს N1 საჯარო სკოლას, სადაც 300-მდე მოსწავლეა.