„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ პროფესიულ სასწავლებლებთან და კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ მემორანდუმი გააფორმა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველომ“ პროფესიულ სასწავლებლებთან და კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივა და რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ კორპორაციის ხელმძღვანელის მაგდა მაღრაძის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დაიწყება თანამშრომლობა კერძო ბიზნესკომპანიასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ფინანსური დახმარებით მათ შექმნეს ახალი სასწავლო პროგრამები და რომელთა კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შემდეგ პროფესიებზე: ნავსადგურის ამწის ოპერატორი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოება, შედუღება, ელექტრო ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს, ერთობლივად განახორციელონ ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რომელიც ქალებს მისცემს დასაქმების შესაძლებლობას, განავითარებენ პროფესიულ უნარებს უსაფრთხო სამუშაო გარემოში“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
მემორანდუმის ხელმომწერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივ კოლეჯებთან არიან „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.