ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის, „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოება გაიმართა
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის, „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოება გაიმართა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის მიზანი გაერო-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვა და იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.

„კრისტალი“, „ჯეპრა“ და „აჭარა ჯგუფი“ – ეს ის სამი კომპანიაა, რომლებიც ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებულები გახდნენ.

ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაერო-ს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს – ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

როგორც ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, კონკურსის შეფასებისას კომისია გამოავლენს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ახალ ინიციატივებს ახორციელებენ გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ნერგავენ გენდერული თანასწორობის პრინციპებს სამუშაო ადგილებზე და სთავაზობენ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ქალ თანამშრომლებს.

დაჯილდოების ცერემონიას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, დღევანდელ ღონისძიება ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას, ქალთა როლს, ძლიერი ეკონომიკის თუ საზოგადოების კუთხით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ათასწლეულის ფონდს და გაერო-ს ქალთა ფონდს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. გენდერული თანასწორობა არის პრიორიტეტი ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის. უფრო მეტი გაკეთდება დიდი შვიდეულის ქვეყნებისა და გაერო-ს ეგიდით ამ კუთხით, მათ შორის საქართველოში, სადაც ძალიან აქტიური ქალები მოღვაწეობენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.