რაქჰაინის შტატიდან დევნილი ათასობით მუსლიმი როჰინჯას დაბრუნებასთან დაკავშირებით, მიანმარსა და ბანგლადეშს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მიანმარის მიგრაციის საკითხებში მინისტრის განცხადებით, მთავრობა მზად არის უკან მიიღოს ლტოლვილები მას შემდეგ, რაც ბანგლადეში დევნილთა პირად მონაცემებს გადასცემს.
მიანმარში ვითარება 25 აგვისტოს გამწვავდა, როდესაც შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმის შედეგად 30-მდე საგუშაგოზე მიიტანეს იერიში და 12 სამართალდამცველი მოკლეს. შედეგად, რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რის გამოც მიანმარი ბოლო მონაცემებით, 830 ათასზე მეტმა როჰინჯამ დატოვა.