ასტანაში სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად, მოლაპარაკებების მე-9 რაუნდი იმართება
ყაზახეთის დედაქალაქში სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად ასტანის მოლაპარაკებების მე-9 რაუნდი იმართება. ასტანა ორ დღიან შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გარანტორი ქვეყნების: რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენლები ესწრებიან.
ორდღიანი ფორუმის დღის წესრიგი დე-ესკალაციის ზონებში არსებულ ვითარებას, ტყვეების გათავისუფლებას და საკონსტიტუციო კომიტეტის ფორმირებას მოიცავს.
სირიის ხელისუფლებისა და ამბოხებული ოპოზიციის წარმომადგენლები ძირითად შეხვედრას 15 მაისს დაესწრებიან. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიღებს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში, სტაფან დე მისტურა. დამკვირვებლის სტატუსი იორდანიას ექნება, აშშ კი ფორუმში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს.
ასტანის მოლაპარაკებების მე-9 რაუნდის ფარგლებში, უკვე გაიმართა რუსეთისა და ირანის დელეგაციების შეხვედრა.