რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს
ასტანაში რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყება წერს, მინისტრებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით. რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებების ყველა დებულების შესრულების მიმართ მხარდაჭერა.
„განხორციელდა არსებითი მიმოხილვა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერები, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ კომისიის მუშაობა რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით, სამი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების დიალოგით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.