The Associated Press-ის ინფორმაციით, 2020 წლისთვის აშშ-ი კოსმოსურ ძალებს შექმნის
The Associated Press-ის ინფორმაციით, 2020 წლისთვის აშშ-ი კოსმოსურ ძალებს შექმნის

2020 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები კოსმოსურ ძალებს შექმნის. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა.

ეს იქნება შეიარაღებული ძალების მეექვსე მიმართულება. დღესდღეობით აშშ-ის შეიარაღებული ძალები ხუთი ნაწილისგან შედგება, ესენია: არმია, საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები და სანაპირო დაცვა.

მაიკ პენსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ კოსმოსში ლიდერი იყოს და პირველობა არ დაუთმოს რუსეთსა და ჩინეთს.

ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის საჭირო გეგმას პენტაგონი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

კოსმოსური ძალების შექმნის გადაწყვეტილება ახლა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.