ასპინძაში მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 
ასპინძაში მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 

ასპინძაში, სოფელ ორგორის მკვიდრი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი სისხლისგან დაიცალა. მას ჭრილობა მარცხენა მხარეს, ბარძაყის არეში, არტერიასთან ჰქონდა მიყენებული.

ინციდენტი, მწყემსებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე, ნიალის მთაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით დაიწყო. შსს–ში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.