ასპინძაში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ასპინძაში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ასპინძაში მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ფ.ა. ასპინძაში ერთ-ერთ მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ასპინძაში დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი ტელეფონი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით, ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.