„ასოშიეთედ პრესი“ - აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა ახლა უკვე აუცრელი პირები არიან
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა ახლა უკვე აუცრელი პირები არიან.
როგორც სააგენტო წერს, ამჟამად აშშ-ში ვირუსის შედეგად ყოველდღიურად საშუალოდ 300 ადამიანი იღუპება.
როგორც „ასოშიეთედ პრესი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისის თვეში 853 000 აცრილი მოქალაქიდან, რომლებიც ვირუსით დაინფიცირდენენ, დაავადების მძიმე ფორმა მხოლოდ 1 200-ს გამოუვლინდა, რაც 0,1%-ს შეადგენს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მაისის თვეში 18 000 სრულად ვაქცინირებულ პირთა შორის „კოვიდ-19“-ით მხოლოდ 150 დაიღუპა, რაც გარდაცვლილთა 0,8%-ს შეადგენს.
ამჟამად აშშ-ში ვაქცინის ერთი დოზა მოქალაქეთა 63%-ს აქვს გაკეთებული, ხოლო 53%-ი სრულადაა აცრილი.