„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, სენატის უმრავლესობის ლიდერი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საგანგებო სხდომის დანიშვნას არ აპირებს
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, სენატის უმრავლესობის ლიდერი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საგანგებო სხდომის დანიშვნას არ აპირებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელის თანაშემწემ დემოკრატების ლიდერ ჩაკ შუმერს მიაწოდა.
„ასოშეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ სენატი 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება. შესაბამისად, ტრამპის იმპიჩმენტისთვის დრო აღარ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.
დღეს წარმომადგენელთა პალატაში კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომლითაც დემოკრატები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მეორედ ითხოვენ.