ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ბჟანიას თქმით, ვითარება მოითხოვს, რომ პატიოსანი ადამიანები გაერთიანდნენ იმ გუნდში, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს არის დანიშნული. ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. ხაჯიმბას გადადგომა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ მოითხოვა. აქციების ფონზე ე.წ. მოსამართლეების საკასაციო კოლეგიამ 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა.