ასლან ბჟანია - ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის მზადაა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს
ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა, აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს – ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და ბელარუსს შორის კონტაქტების დამყარების ფაქტი, რის გამოც თვის ბოლოს აფხაზეთის დელეგაცია ბელარუსში გაემგზავრება.
ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთს საკავშირო სახელმწიფოში არავინ აიძულებს შესვლას და ამ საკითხის გადაწყვეტისას ყველა დეტალი იქნება განხილული.