ასლან ბჟანია - დასავლეთის სანქციების გამო, დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ვიმყოფებით, ახლა ამის დაძლევაში რუსეთი გვეხმარება
დასავლეთის სანქციების გამო, დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციაში ვიმყოფებით, ახლა კი ამის დაძლევაში რუსეთი გვეხმარება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ასლან ბჟანიამ, მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ბელარუსებს აფხაზეთში აღიქვამენ როგორც ნათესავებად, ახლო ადამიანებად. მოქალაქეების უმეტესობა ჯერ კიდევ საბჭოთა მოგონებებში ცხოვრობს. ძირითადად დასავლური სახელმწიფოების სანქციების გამო, ჩვენ დიდი ხანია, იზოლაციაში ვიმყოფებით. რუსეთის წყალობით ჩვენ გავდივართ დეიზოლაციის პროცესებს. და ბელარუსთან კონტაქტები ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს კეთილმეზობლური გზით, აქცენტით ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, – თქვა ასლან ბჟანიამ.