ასლან ბჟანია - აფხაზეთში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება იქნება
ასლან ბჟანია - აფხაზეთში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება იქნება

აფხაზეთში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება იქნება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„ეს უკანასკნელი საშუალებაა. ძალის გამოყენება არის უკანასკნელი საშუალება, რომლის გაუქმება შეუძლებელია. მაგალითად, სისხლისღვრა. ამის გამოსწორება შეუძლებელია. ახლა სიტუაცია საპირისპიროა“, – აღნიშნა ბჟანიამ.

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ყოფილი წევრის თქმით, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ზრუნავენ აფხაზეთის მოსახლეობაზე, მაგრამ წინ არის არჩევნები, რომელზეც ხალხი თავის აზრს გამოთქვამს და ყველაფერი გაირკვევა.

„ეს გზა უფრო გრძელია, მოითხოვს მოთმინებას და ცივ გაანგარიშებას, მაგრამ უფრო სწორია“ – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.