აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ამომრჩევლებს დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ამომრჩევლებს დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ეს განცხადება ბარაკ ობამამ კალიფორნიაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.
ობამას თქმით, დროა, ამერიკულ პოლიტიკას ჯანსაღი აზრი დაუბრუნდეს. მან მოუწოდა დემოკრატებს, მეტი ძალისხმევა გასწიონ და აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან „ძალაუფლების გადამეტების შესაძლო შემთხვევები გააკონტროლონ.
ბარაკ ობამამ მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკელებიც. მისი თქმით, ტრამპი და მისი გუნდი დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ძირს უთხრის გლობალურ ალიანსებს და რუსეთთან ზედმეტად თბილი ურთიერთობები აქვთ.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები ნოემბერშია დაგეგმილი.