აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ბარბარა ბუშს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მან ბოლო პერიოდში, მკურნალობაზე უარი განაცხადა.
ბარბარა ბუში ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ H.W. ბუშზე 73 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ის იყო აშშ-ის 43-ე პრეზიდენტ ჯორჯ W. ბუშის დედა. მისი კიდევ ერთი ვაჟი, ჯები, ფლორიდას შტატის ყოფილი გუბერნატორია.
წყარო: BBC