აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 65 ხმით 32-ის წინააღმდეგ, 1.3 ტრილიონი დოლარის მოცულობის ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, გაზრდილია სამხედრო და არათავდაცვითი პროგრამების დაფინანსება.
ბიუჯეტის პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ხელს არ მოაწერს, მთავრობა ფუნქციონირებას არასაკმარისი დაფინანსების გამო შეწყვეტს.