აშშ-ის ვიზისთვის საჭირო პროცედურების სიას შესალოა, სოციალურ ქსელში პროფილებიდან ინფორმაციის შეგროვებაც დაემატოს
აშშ-ის ვიზისთვის საჭირო პროცედურების სიას შესალოა, სოციალურ ქსელში პროფილებიდან ინფორმაციის შეგროვებაც დაემატოს

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ფედერალური ორგანოების ინიციატივით, აშშ-ის ვიზის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურების სიას შესალოა, სოციალურ ქსელში მოქალაქეთა პროფილებიდან ინფორმაციის შეგროვებაც დაემატოს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს.

თუ ეს ინიციატივა მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მიერ დამტკიცდება, აშშ-ის ვიზის აპლიკანტების უმრავლესობას მათ მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებულ ყველა სოციალური ქსელის პროფილების ჩამონათვალს მოსთხოვენ.

ინიციატივის თანახმად, ამ ინფორმაციას აპლიკანტების გადასამოწმებლად და იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებენ. მსგავსი შემოწმება, ძალაში შესვლის შემთხვევაში, ყოველწლიურად 15 მილიონამდე ადამიანს შეეხება.

ინიციატივა გასულ პარასკევს დაარეგისტრირეს. 60 დღის შემდეგ კი მართვისა და ბიუჯეტის ოფისი გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალური ქსელების პროფილების გვერდით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის ვიზის აპლიკანტებს მოსთხოვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებულ ყველა სატელეფონო ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.