2017 წელს აშშ-ის ვიზა 13%-ით ნაკლებმა უცხოელმა მიიღო – ამის შესახებ გამოცემა POLITICO აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში მთელ მსოფლიოში ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 754 000 ვიზას გასცემდნენ.
2016 წელს ეს რიცხვი 865 000-ს შეადგენდა.
2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლამდე პერიდოში, აშშ-ში ჩასვლის ნებართვა სულ 9,682-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. 2016 წელს, ეს რიცხვი 10 მილიონს აჭარბებდა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, POLITICO ასკვნის, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში სავიზო პოლიტიკა გამკაცრდა.
ამასთან, 2017 წელს მუსლიმურ ქვეყნებში ამერიკული ვიზები 2016 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებმა მოქალაქემ მიიღო.