აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ ლინჩბურგში კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა
აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ ლინჩბურგში კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა.
კაშხლის ჩამოშლის საშიშროება დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლის შემდეგ გაჩნდა.
ქალაქი ლინჩბურგი კაშხალთან მდებარე ყველაზე ახლო დასახლებაა. წყლის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კაშხლის გარღვევის შემთხვევაში წყლის დიდი მასა ქალაქამდე 7 წუთში მიაღწევს. ქალაქ ლინჩბურგში 80 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კაშხლის ჩამოშლის შემთხვევაში ქალაქის ქუჩებში არ გავიდნენ, რადგან წყლის მასასთან ერთად შესაძლოა ნაშალი მასალაც იყოც. მაღალი რისკის ზონაში არსებული სახლებიდან მოსახლეობა სკოლებში გადაიყვანეს და გააფრთხილეს, რომ სახლებში უახლოესი 24 სათის განმავლობაშ არ წავიდნენ.