აშშ - ვიმედოვნებთ, სარგსიანის მემკვიდრე დემოკრატიული პროცესების შედეგად გამოვლინდება
სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან.
„ჩვენ მადლიერები ვართ პრემიერ-მინისტრ სარგსიანის მრავალწლიანი მუშაობისა და ამერიკა – სომხეთის მჭიდრო პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრე დემოკრატიული პროცესების შედეგად გამოვლინდება”,- განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
შეგახსნებთ, სომხეთში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო , რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაასახელა. 11 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ სარგსიანმა პრემიერ- მინისტრის პოსტი დატოვა.