აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ჩვენ ობამას, ტრამპის, კლინტონისა და ბუშის მოსამართლეები არ გვყავს
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დონალდ ტრამპის კრიტიკულ განცხადებას უპასუხა. ჯონ რობერტსონის თქმით, აშშ-ს ობამას, ტრამპის, კლინტონისა და ბუშის მოსამართლეები არ ჰყავს.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ში მოსამართლეთა ნაწილი პოლიტიზებულია.
ტრამპის განცხადებით, ზოგიერთ ოლქში მომუშავე მოსამართლეებს შეიძლება „ობამას მოსამართლეები“ უწოდო, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით იღებენ.
„ჩვენ არ გვყავს ობამას, ტრამპის, კლინტონისა და ბუშის მოსამართლეები. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა სასამართლოში მისული ყველა მოქალაქის უფლება თანაბრად იყოს დაცული. დამოუკიდებელი სასამართლო არის ის, რისი მადლიერებიც ყველა უნდა ვიყოთ“ – განაცხადა ჯონ რობერტსმა.
დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია მე-9 ოლქის ფედერალურმა სასმართლომ, რომელმაც მისი ბრძანების მოქმედება დროებით შეაჩერა. საუბარია ბრძანებაზე, რომლითაც ტრამპი არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემას კრძალავდა.