აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყენებული, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას, რათა დაეხმარონ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში.

„ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის ენერგოსისტემის დაფინანსების შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.