აშშ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში 325 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
აშშ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში 325 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
ბლინკენის განმარტებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უსაფრთხოების სფეროსთვის – 128 მილიონი დოლარი, ხოლო იარაღისა და აღჭურვილობისთვის 197 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან ახლაც და ზამთარში, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, განაახლებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.