აშშ უკრაინას ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით დამატებით 45 მილიონ დოლარს გადასცემს
აშშ უკრაინას ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით დამატებით 45 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ეს თანხა იმ 3,4 მილიონი უკრაინელის დასახმარებლად დაიხარჯება, ვისაც ეს სჭირდება, მათ შორის არიან უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ხელმძღვანელობით არსებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები.
„ეს დახმარება საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ეს ადამიანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებით, თავშესაფრით, სახლის გასათბობი საშუალებებით, პირველადი სამედიცინო დახმარებით, მათ შორის ფსიქოსოციალური მხარდაჭერით და სასმელი წყლით. ჩვენი დახმარება ასევე საშუალებას მისცემს ჩვენ პარტნიორებს, შეინარჩუნოს კონტაქტები კონფლიქტის შედეგად დაყოფილი ოჯახის წევრებს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში აშშ-ის მიერ უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიზნით, 2014 წლიდან გამოყოფილი თანხა 351 მილიონს მიაღწევს.