აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის
აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის

აშშ უკრაინას დამატებით კიდევ 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობა.

აღნიშნული დახმარების პაკეტი საარტილერიო სისტემებს, ჭურვებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე ვერტმფრენებს შეიცავს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იქნება საჭირო.

როგორც „სიენენი“ წერს, ამ დამატებითი 800 მილიონის შემდეგ, საერთო ჯამში აშშ-ის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ოდენობამ 2.4 დოლარს მიაღწია.

ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის დახმარება.