აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ოსტინმა ახალი დახმარების პაკეტის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აშშ განაგრძობს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. დღეს მინდა, გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართულია უკრაინისთვის საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.