აშშ უკრაინას 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
აშშ უკრაინას 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს და ჭურვებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ჰაუბიცებისთვის, ასევე საბრძოლო მასალებს Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, მდინარის კატარღებს და სხვა აღჭურვილობას.
„რუსეთს შეუძლია, დამოუკიდებლად დაასრულოს ეს ომი. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების 34-ე პაკეტია.