აშშ სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიის გამო დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან ხსნის
ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიის გამო დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან ხსნის.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 21 თვით იყო ჩაკეტილი.
ამერიკაში შესვლისთვის აუცილებელია პირი სრულად იყოს ვაქცინირებული ამერიკის წამლისა და საკვების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით.
შეზღუდვები პირველად დონალდ ტრამპის ინიციატივით, 2020 წლის იანვარში ჩინეთიდან ამერიკაში ჩასული ვიზიტორებისთვის დაწესდა, შემდეგ კი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე გავრცელდა.