აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის
აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის.

„8 ნოემბრიდან ძალაში შედის აშშ-ის ახალი სამოგზაურო პოლიტიკა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე მოგზაურებისთვის ვაქცინაციას ითხოვს. აღნიშნული წესები ეხება როგორც საერთაშორისო საჰაერო, ისე სახმელეთო მოგზაურობას“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწის კევინ მუნოზის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

ამასთან, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, საჰაერო მგზავრობისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა. ანალოგიური წესი სავარაუდოდ გავრცელდება სახმელეთო საზღვრებზეც.

გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოგზაურობაზე შეზღუდვები აშშ-ში 2020 წლის მარტიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.