აშშ-ი მზად არის, პალესტინელებთან ახლო აღმოსავლეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, პალესტინელებთან ახლო აღმოსავლეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მისამართით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა. განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი ჯეისონ გრინბლატი, რომლებიც ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, ჰეილის ზურგს უკან ისხდნენ. 15-წევრიანი საბჭოს წინაშე აბასის გამოსვლის შემდეგ, ჰეილის არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობს აშშ-ის გეგმა.
„ჩვენი მომლაპარაკებლები ზუსტად ჩემს ზურგს უკან სხედან და მზად არიან სასაუბროდ, მაგრამ ჩვენ ძალას არ დაგატანთ. არჩევანი თქვენზეა, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ჰეილიმ. აბასი მის მოსასმენად სხდომის დარბაზში არ დარჩენილა.
პალესტინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნეიტრალურ მომლაპარაკებლად აღარ განიხილავს და სწორედ ამ მიზეზით აბასმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის დანიშვნის მოწოდება გააკეთა.
პალესტინელების უკმაყოფილება დეკემბერში იერუსალიმის სტატუსის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.