აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ვაშინგტონში ჯაშუშური მოწყობილობები აღმოაჩინა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ვაშინგტონსა და მის შემოგარენში ჯაშუშური მოწყობილობები აღმოაჩინა.
საუბარია სისტემებზე, რომელსაც არასანქცირებული გზით, ნახევარი კილომეტრის რადიუსში სატელეფონო ზარების ფარული მიყურადება შეუძლია.
მოწყობილობა მცირე ზომისაა. ყველაზე დიდი შესაძლოა ჩემოდნის ზომის იყოს. მობილურ ტელეფონებთან სიგნალის გაგზავნისას, ის ინიღბება როგორც კავშირგაბმულობის ანძა, შედეგად მობილური ტელეფონი “ტყუვდება” და მისი ადგილმდებარეობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
თუმცა, ის არამხოლოდ ცალკეულ, ინტერესის ობიექტთა ტელეფონის მიყურადებას ახდენს, არამედ ამავე რადიუსში არსებული სხვა აბონენტებისაც.
ჯაშუშური მოწყობილობების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკელმა სენატორმა რონ უაინდენმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისგან მსგავსი მოწყობილობების არასანქცირებული გამოყენების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი მოწყობილობა 25 შტატში, 73 ორგანიზაციას აქვს. თუმცა ვარაუდობენ, რომ მსგავსი მოწყობილობების რიცხვი გაცილებით დიდია და ისინი აღრიცხული არ არის.
მათი ფასი სიმძლავრის მიხედვით, 1000-დან 200 ათას დოლარამდე მერყეობს.
ვაშინგტონში პოლიტიკოსები შიშობენ, რომ ასეთ სისტემებს, შესაძლოა, საერთაშორისო ჯაშუშები იყენებდნენ.