აშშ-ში ყინვის და უამინდობის გამო, მსხვერპლთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
აშშ-ში ყინვის და უამინდობის გამო, მსხვერპლთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ტეხასის შტატშია, სადაც ზამთრის შტორმის გამო 30 ადამიანი დაიღუპა.
თოვლიანი ქარბუქის გამო, ტეხასის შტატში 300 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მათ უმრავლესობას არც სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ამავდროულად, შტატის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში ამ ადგილებისთვის ანომალური სიცივეა.
უამინდობის გამო, გაუქმდა ორი ათასზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი. განსაკუთრებით რთულია ვითარება ტეხასის, მისისიპისა და კენტუკის აეროპორტებში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეები გათბობას ავტომობილებში ცდილობენ. მინიმუმ ერთ შემთხვევაში ეს ნახშირორჟანგით მოწამვლით დასრულდა.