აშშ-ში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. „ეიბისის“ ცნობით, სტიქია ქარიშხალ „იდას“ მოჰყვა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს.
სამ შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. მათ შორის არის ნიუ იორკი, სადაც სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ იორკში დატბორა სახლების სარდაფები და მეტროპოლიტენიც, რის გამოც მოქალაქეებს ურჩიეს, მეტროთი მგზავრობისგან თავი შეიკავონ.
23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ნიუ ჯერსიში. მათი უმეტესობა მანქანაში დაიხრჩო, როდესაც უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია, ავტომობილებიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს.
ხუთი ადამიანი დაიღუპა კონექტიკუტის შტატში, სადაც სტიქიას ერთი მაშველი ემსხვერპლა. მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას მერილენდსა და ვირჯინიაშიც.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტიქიის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებია და მათ დაძლევას „ისტორიული ინვესტიციები“ დასჭირდება.