აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
აშშ-ის ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში საშობაო აღლუმში ავტომობილის შევარდნის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ასევე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა. უოკეშოს მერიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
„ამ დროისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, ეს რიცხვები შეიძლება, შეიცვალოს, რადგან ჩვენ ვაგროვებთ დამატებით ინფორმაციას. ახლომდებარე საავადმყოფოებში ბევრი ადამიანი თავისით მივიდა. ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია პოლიციის დეპარტამენტში“, – ნათქვამია ქალაქ უოკეშოს მერიის განცხადებაში.
დაშავებულებს შორის არიან კათოლიკე მღვდელი და სკოლის მოსწავლეები.