აშშ-ში ვენესუელის სამხედრო ატაშემ ხუან გუაიდო პრეზიდენტად აღიარა
აშშ-ში ვენესუელის სამხედრო ატაშემ ხუან გუაიდო პრეზიდენტად აღიარა

აშშ-ში ვენესუელის სამხედრო ატაშემ ოპოზიციის ლიდერი პრეზიდენტად აღიარა. ხოსე ლუის სილვამ, ნიკოლას მადუროს „უზურპატორი“ უწოდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში სილვამ მოუწოდა ვენესუელელ სამხედროებს, მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს.

ვენესუელაში კი საპროტესტო აქციები გრძელდება. როგორც მხარდამჭერებთან გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერმა, გუაიდომ განაცხადა, ის არ აპირებს ნიკოლას მადუროსთან და მის მთავრობასთან მოლაპარკებებს. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი, შექმნილი სიტუაციიდან, ვადამდელი არჩევნებია.