აშშ-ში ვარაუდობენ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის საიდუმლო ცდებს ატარებს
აშშ-ის სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის საიდუმლო ცდებს ატარებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, რობერტ ელშლიმ გააკეთა.
მისი თქმით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ რუსეთი არღვევს მორატორიუმს და მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის ცდებს ატარებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წევრები ადასტურებენ, რომ ანალოგიური მონაცემები სხვა სადაზვერვო და ანალიტიკურ უწყებებსაც მოეპოვებათ.
ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი გარკვეულ ცდებს ატარებს არქტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულებზე.
რუსეთში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ. რუსმა გენერალმა, ვლადიმირ შამანოვმა განაცხადა, რომ დღეს არსებული ტექნიკის გათვალისწინებით, ბირთვული იარაღის ცდების მალულად ჩატარება შეუძლებელია.