ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 3,8%-მდე შემცირდა. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მაისში აშშ-ში 223 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
2017 წელს ეს მაჩვენებელი 4%-ს აჭარბებდა. კერძოდ, 2017 წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 4,4% იყო. შარშან აშშ-ის მთავრობამ 300 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო ფედერალური რეზერვის მარაგი 3,5%-ით გაიზარდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 10% 2009 წელს დაფიქსირდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უმუშევრობა ჯერ 8%-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს თითქმის 5%-ს გაუთანაბრდა.