გასული კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის შესახებ განაცხადი 3,2-მა მილიონმა ადამიანმა შეავსო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის განაცხადი 33-მა მილიონმა ადამიანმა შეავსო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის მილიონ 228 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რიცხვმა კი 74 ათასს გადააჭარბა.