აშშ-ში თვითმფრინავის მიერ საწვავის დაღვრის შედეგად 20 მოსწავლე დაშავდა
აშშ-ში თვითმფრინავის მიერ საწვავის დაღვრის შედეგად 20 მოსწავლე დაშავდა. ინციდენტი ლოს ანჯელესის სიახლოვეს მოხდა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, თვითმფრინავიდან საწვავის დაღვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ეკიპაჟმა დისპეჩერებს განგაშის სიგნალი გაუგზავნა.
თვითმფრინავის საწვავი ექვსი სკოლის ტერიტორიაზე დაიღვარა. შედეგად 60 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 20 ბავშვია. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. დაშავებულების ჰოსპიტალში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
თვითმფრინავი კომპანია „დელტა ეარ ლაინს“ ეკუთვნის. როგორც კომპანიაში განმარტეს, საწვავის დაღვრა საგანგებო სიტუაციის გამო გახდა საჭირო, რათა ლაინერის მასა შემცირებულიყო და დაშვების დროს თვითმფრინავის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
მომხდარ ინციდენტს აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამსახური შეისწავლის.