დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი დააპატიმრეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მანაფორტის დაკავების მიზეზი დამოუკიდებელი პროკურორის, რობერტ მიულერის მხრიდან წაყენებული ბრალდებაა. მიულერი, რომელიც 2017 წლის აგვისტოდან დღემდე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩარევის საქმეს იძიებს, ამტკიცებს, რომ მანაფორტი მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა, რამაც გამოძიების პროცესი შეაფერხა.
მანაფორტს ბრალად ედება თაღლითობა, ფულის გათეთრება და სხვა ქვეყნებში არალეგალურად, ლობისტად მუშაობა. ამ უკანასკნელს აშშ-ის ფედერალური კანონი ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე კრძალავს.
ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, ფედერალურმა მოსამართლემ გირაოს საფუძველზე მანაფორტის გათავისუფლების პირობები გააუქმა. მას სასამართლო პროცესამდე ვირჯინიის შტატის ციხეში მოუწევს დარჩენა.
პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 2018 წლის სექტემბერში გაიმართება.