აშშ-ში ტორნადოების სერიას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის სამხრეთსა და შუა დასავლეთს დაატყდა თავს.
ტორნადოს შედეგად განადგურებულია სახლები, ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ამერიკაში ბოლო დღეებში დაახლოებით 60 ტორნადო აღრიცხეს.
სტიქიის გამო შტატების ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
დაზარალებულების დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდიაც.