აშშ-ში ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს იყო დაგეგმილი
აშშ-ში, 4 ივლისს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერაქტის მოწყობა აშშ-ის დამოუკიდბელობის დღეს იყო დაგეგმილი. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, დაკავებულ მამაკაცს ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერა ედება.
გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებული დემეტრიუს პიტსი „ალ ყაედას“ წევრი იყო და ბომბის აფეთქებას კლივლენდში დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე და ასევე, ფილადელფიაში აპირებდა. როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, პიტსი რადიკალური ისლამით აშშ-ში დაინტერესდა. სავარაუდოდ, ის ტერორისტებმა ინტერნეტით გადაიბირეს.
დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში, 48 წლის პიტს 20 წლით პატიმრობა ელოდება.