აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
მთიანი ყარაბაღის საკითხზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან. ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს.
მხარეებს შუამავლობას ეუთო-ს მინსკის ჯგუფი გაუწევს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრა 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.