აშშ-ში შტორმის შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა 
აშშ-ში შტორმის შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა 

აშშ-ში შტორმალბერტოს“ შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა. გარდაცვლილები ამერიკელი ტელეკომპანია WYFF-ის რეპორტიორები არიან, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სტიქიის გასაშუქებლად ჩავიდნენ.

ტელეწამყვანი მაიკ მაკორმიკი და ოპერატორი აარონ შმელცერი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილს ხე დაეცა.

შტორმმააალბერტოს“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გუშინ მიაღწია. ჩრდილოეთ კაროლონას ხელისუფლებამ მოქალაქეები მოსალოდენლი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.

სინოპტიკოსების ცნობით, სტიქია ასევე ემუქრება ფლორიდას, ჯორჯიას, ალაბამას და სამხრეთ კაროლინას.