აშშ-ის სამხრეთ შტატებში შტორმს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მსხვერპლია ალაბამას, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში. სტიქიის ზონაში ძლიერი ქარი და წვიმაა. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ალაბამაში მოსახლეობა მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გააფრთხილეს. ოკლაჰომასა და არკანზასში წყალდიდობის საფრთხეა გამოცხადებული. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო ასობით რეისი.