აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო 2 300-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გაუქმებულ ფრენებს შორისაა დალასის საერთაშორისო აეროპორტის, ჰიუსტონის ბუშის ინტერკონტინენტალური აეროპორტისა და ჰობის აეროპორტის რეისები.
ყინვისა და თოვლის გამო, რეგიონალური აეროპორტები ტეხასის შტატში, ქალაქ აბილინსა და მისისიპის შტატში, ქალაქ ჯეკსონში კლავ დახურულია. ხვალისთვის კი 500 ფრენა გაუქმდა, რომელთა რაოდენობა, სავარაუდოდ, ხვალინდელი თოვის გამო გაიზრდება.
როგოც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, თეთრი სახლი და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო ტეხასსა და სხვა შტატებში მდგომარეობას აკვირდებიან მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში მილიონობით ადამიანი უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ლუიზიანას შტატში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ჯერ კიდევ დაახლოებით 40 000 მომხმარებელი ელოდება.