ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაო ნაძვის ხე აანთეს. კაპიტოლიუმის ნაძვის ხის განათებაში 11 წლის მონტანელი ბიჭი, რიდლი ბრანდმაირი მონაწილეობდა.
ბრანდმაირი საშობაო ხის განათებაში მონაწილეობისთვის მონტანას სენატორმა, ჯონ ტესტერმა აარჩია. წელს ნაძვის ხე ვაშინგტონში სწორედ 11 წლის ბრანდმაირის შტატიდან, მონტანადან ჩაიტანეს.
„ნებისმიერი წლის ბოლოს, მიუხედავად იმისა, როგორ ხანგრძლივად ან ხანმოკლედ არ უნდა გვეჩვენებოდეს ის, შობა მოჰყვება“,- განაცხადა საშობაო ხის ანთების ცერემონიაზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა.